„ყველანი გერმანიაში“ - ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?

სულ ნახვები : 489
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შევხვდებით გერმანიაში“, - აცხადებდნენ  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები  გუშინდელი ისტორიული მატჩის შემდეგ. რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მატჩის დამთავრების  შემდეგ ფეხბურთელები მივიდნენ და მოქალაქეებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ, გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობისკენ მოუწოდეს. 

გთხოვთ დაზოგოთ ფული და ყველანი გერმანიაში, - მიმართავდნენ ფეხბურთელები გულშემატკივრებს.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ივნისში გაიმართება. პირველ შეხვედრა 18 ივნისს  დორტმუნდში გაიმართება, სადაც  საქართველო - თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებს.  22 ივნისს ჰამბურგში საქართველო-ჩეხეთის მატჩია ჩანიშნული, 26 ივნისი კი გელხენკირხენში საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა