მოედანზე სამნი ვიდექით - მუსლიმანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი და ღმერთს გამარჯვებას შევთხოვდით - ჭუმბურიძე

სულ ნახვები : 694
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„მოედანზე სამნი ვიდექით - მუსლიმანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი და ღმერთს გამარჯვებას შევთხოვდით“, - ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.

„ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების გარეშე მოედნიდან არ უნდა გავსულიყავით. ეს იყო თითოეული ადამიანის რწმენა. ის მომენტი, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ თავგანწირული ნახტომი გააკეთა, ეს იყო მთლიანად საფეხბურთო გარემო, რომელსაც ყველა ერთად ვქმნიდით. თავგანწირვის გარეშე ეს გამარჯვება არ მოვიდოდა. სწორედ ეს გვჭირდებოდა, სჭირდებოდა ქართველ ხალხს“, - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები