პროკურატურა ჰოლანდიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებას და ქვეყანაში ექსტრადირებას სთხოვს

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პროკურატურამ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავების და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, ჰოლანდიას მიმართა.

საქართველოს პროკურატურის პოზიციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს, რომელიც ამავდროულად იუწყება, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრი ამჟამად ჰააგაში იმყოფება.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - აცხადებენ პროკურატურაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა