ივანიშვილზე შესაძლო ტერორისტული აქტის მოწყობის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პირი გამოიკითხება

სულ ნახვები : 146
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 26 ივლისს ბათუმში, უკრაინაში მებრძოლი ავთანდილ სურმანიძე გამოიკითხება.

საქმე ამჯერადაც სუსი-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხება, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე, შესაძლო ტერორისტული აქტის დაგეგმვას  შეეხება.

ცნობისთვის, საქმეზე უკვე გამოკითხულია რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. სუსის განცხადებით არის ეჭვი, რომ შესაძლო ტერორისტული აქტის დაგეგმვასთან კავშირში იყვნენ ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, ახლა კი უკრაინაში იმყოფებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა