განზრახ მკვლელობა არ იყო, აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან - 28 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2- თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორის რაიონულმა სასამართლომ ქარელში მომხდარ  მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: "განზრახ მკვლელობა არ იყო - აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა".

ბრალდებულმა ძმებმა  გაიხსენეს დანაშაულის ჩადენის ღამე და ამტკიცებდნენ, რომ 28 წლის კაცის მკვლელობა განზრახული არ ჰქონიათ. მათი თქმით, ისინი თავს იცავდნენ.

დაცვის მხარე მათი აღკვეთი ღონისძიების გარეშე ან გირაოს გამოყენებით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა