მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულს 4 წელი პატიმრობა მიუსაჯა

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, გიორგი შანიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შანიძის განცხადებით, რომელიც მან დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, ის არ მიიჩნევს აღნიშნული დანაშაულის გამო თავს კრიმინალად.

„თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივიჩნევ. აქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და ამიტომ ჩავიდინე ის დანაშაული, რასაც მედავებიან და არა იმიტომ, რომ სიტყვაზე, კამერის დაზიანება მსურდა ან რაღაცა, როგორც ბატონი პროკურორი იძახის. ასევე, დანარჩენი დანაშაულიც, ვფიქრობ, ამ მუხლის მიმართ მიდგომა შეცვლილია და მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც გაცილებით მეტი ოდენობით პირობითით გაუშვეს გარეთ და რომ არა პოლიტიკური სარჩული, მე საერთოდ არ დამიჭერდნენ და მეც გარეთ ვიქნებოდი.

ვფიქრობ, თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ 50-ე მუხლის სახით და პირობითი სასჯელით გამათავისუფლოთ, პატიმრობა არ მეკუთვნის“, – განაცხადა შანიძემ.

ცნობისთვის, გიორგი შანიძეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, სათვალთვალო კამერის დამტვრევას ედავებოდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა