ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო

სულ ნახვები : 378
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმ ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს

მათივე ცნობით, გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში სავსე ხომალდი - 187 მგზავრით დაეშვა და Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნუაიერი ჩამოჰყვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით Boeng 737-ით შეასრულებს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაკელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ ჰოლანდიელი სტუმრებისთვის ანსამბლმა „შავნაბადამ“ მრავალჟამიერი შეასრულა.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა