ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება - როინ ქოჩორაშვილი

სულ ნახვები : 3,457
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი წერს.

მისი თქმით, მისი შვილი არ არის კავშირში პოლიტიკასთან, ხოლო სად იდგება მისი მამა, ამას თავად მამა წყვეტს და არა შვილი.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის რაც ამ ქვეყანაში ხდება!

ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება რომელ მხარეს ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!

ამჟამად კარდენახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები, (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ) ესე გავზარდე მე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ “ბოდიში” თქვენ ალბათ იმას აკეთებთ რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ! ჩვენ სხვის “დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!

პოლიტიკას რაც შეეხება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!!!“, - წერს ქოჩორაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები