„ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ!“ - ლაზარე გრიგორიადისის დედა

სულ ნახვები : 1,078
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა.

გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

„გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ!“

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე მიიღო. შეწყალების ოქმის გამოსაცემად მას სჭირდება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად კი მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები