სელენა გომესი ბიოგრაფიულ ფილმში რონსტადტის როლს შეასრულებს

სულ ნახვები : 5,084
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დევიდ ო რასელი ამერიკელ ქანთრი-მომღერალზე ლინდა რონსტადტზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Billboard-ი წერს.

მედიის ცნობით,  მთავარ როლს ფილმში სელენა გომესი შეასრულებს. ფილმის პროდიუსერებს შორის რონსტადტის მენეჯერი ჯონ ბოილან და მომღერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი ჯეიმს კიტჩი არიან.

რონსტადტი 11 „გრემის“ მფლობელია, ის ქანთრი-როკის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი 30 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები