ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი დაიღუპა. 4 მათგანი გუდაუთის, ერთი კი სოხუმის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდტესტი 495 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსი 167-ს გამოუვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე არაღიარებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის 21 417 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 299 და გამოჯანმრთელებულია 17 235 პაციენტი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა