,,ლიტერა“-ში მონაწილეობაზე უარს ჟურნალისტი და მწერალი ნინო სამყურაშვილიც ამბობს

სულ ნახვები : 311
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„#ჯავშანი საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოქალაქეების თავგადასავალია. მთავარი ხაზი კი, რაც წიგნს გასდევს, არის როგორ ჩაგრავდა და ანადგურებდა სისტემა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს,“ - ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ლიტერატურულ კოკნკურს ,,ლიტერა“-დან საკუთარ სადებიუტო ნაწარმოებს - ,,ჯავშანი“ ხსნის.

,,ლიტერატურული პრემია „ლიტერ“ ' გრძელი სიიდან (ე.წ. long list)  #ჯავშანი  გამაქვს

თეა, მიკროფონი დააბრუნე!

#ჯავშანი საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოქალაქეების თავგადასავალია. მთავარი ხაზი კი რაც წიგნს გასდევს არის როგორ ჩაგრავდა და ანადგურებდა სისტემა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს... 

მადლობა გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing-ს ნდობისთვის და საუკეთესო მუშაობისთვის, მაგრამ „ლიტერაში“ სადებიუტო ნომინაციაზე #ჯავშანის მონაწილეობა არ გამოვა“, - წერს სამყურაშვილი.

ცნობისთვის: ნინო სამყურაშვილის ნაწარმოები მეთერთმეტეა, რომელიც ავტორმა კონკურსიდან პროტესტის ნიშნად მოხსნა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა