ნუცა ბუზალაძე მალმოში 28 აპრილს გაემგზავრება

სულ ნახვები : 750
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მუსიკალურ კონკურს „ევროვიზია 2024“-ის მონაწილე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, შვედეთში ქალაქ მალმოში, სადაც ევროვიზიის შოუ გაიმართება, 28 აპრილს გაემგზავრება.

ამის შესახებ მომღერალმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

ბუზალაძის თქმით, ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდებათ ქართველებს, საქართველოს წარმომადგენლის სცენოგრაფიის და სასცენო კოსტიუმების ხილვის შემდეგ.

„ვიმყოფები მილანში, სადაც აქტიურად გავდივარ რეპეტიციებს ჩემს მოცეკვავეებთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ პასუხისმგებლობა იმის, რომ საქართველო უნდა წარვადგინო ევროვიზიაზე არის ძალიან დიდი და არ ვიშურებ საკუთარ ძალებს, ყველაფერში ვარ მაქსიმალურად ჩართული. ჩვენ მალმოში გავემგზავრებით 28 აპრილს, სადაც გვექნება გენერალური რეპეტიციები. ნელ-ნელა მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორი კოსტიუმები და სცენოგრაფია გვაქვს, ეს იქნება ძალიან დიდი სიურპრიზი ყველასთვის და ყველანი ძალიან იამაყებთ მე ამას გპირდებით და უშუალოდ ევროვიზიაზე ჩვენი შესრულება იქნება 9 მაისს, მე-11 ნომრად“, - განაცხადა ბუზალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა