გალერეა „ვანდა“ მხატვარ ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

სულ ნახვები : 429
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გალერეა „ვანდა“ მხატვარ ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მასშტაბური აბსტრაქტული და ფიგურატიული ფერწერული ტილოები. ექსპოზიციის ნამუშევრებს აერთიანებს კონცეფცია, რომელიც ეხმიანება მატერიალური სამყაროს დუალიზმის პრინციპს.

ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედების ძირითადი მიმართულება აბსტრაქტული ფერწერაა, რომელშიც ხშირად ჩნდება ფიგურატიული ელემენტები. ფიგურატიულ გამოსახულებებში მხატვარი ფორმის აბსტრაგირებული ინტერპრეტაციით რეალიზმისგან დისტანცირდება და გამოსახულების საავტორო სპეციფიკურ ექსპრესიონისტულ მოდელს ქმნის. მის აბსტრაქტულ ნამუშევრებს ახასიათებს ფერის მდიდარი და ჟღერადი პალიტრა, რომელიც მშვიდ ენერგიას ასხივებს.

ალექსანდრე ვარვარიძის ნამუშევრებში საღებავის ინტუიციური და თავისუფალი გამოყენება, მრავალშრიანი ზედაპირები სხვადასხვა ტექსტურისა და დამატებითი მედიუმების გამოყენებით ქმნის ილუზიონისტურ სივრცეს, რომელიც ემოციური დაძაბულობის და ჰარმონიის ზღვარზეა.

გამოფენა გრძელდება 29 აპრილამდე. 

გიორგი საკარული, Cnews 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა