„ოცნება“ გახარიას წინააღმდეგ ნარკოსკანდალს ამზადებს - „აქვთ კომპრომატი ნარკოტიკული თრობის დროს გადაღებული“

სულ ნახვები : 10,039
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს“, - აცხადებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე. მისივე თქმით, კენჭისყრის დღემდე გახარიას, სავარაუდოდ, კომპრომატებს გამოუქვეყნებენ.

„2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა, ხომ გახსოვთ?

ცხადია - არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?

დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი.

როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან", - წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უერთდება კახი კალაძის მოწოდებას, რომ ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი და აღნიშნავს, რომ ეს უნდა გააკეთონ „დაუყოვნებლივ“.

"აქ არის მარტივი რაღაც: მოწოდებაა კახი კალაძის, რომ მერობის ყველა კანდიდატმა ჩააბაროს ნარკოტესტი. არავითარი სამართლებრივი ვალდებულება აქ არაა, მაგრამ აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა იქნებოდა რომ ყველას დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ეს ტესტი. მითუმეტეს, ტესტის დაყოვნება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება თავი აირიდო დადებითი პასუხისგან, ხო? ჯანსაღი პოზიცია რომ ჰქონოდა, ამ შემთხვევაში გახარიას და წასულიყო დღესვე ხვალვე ზეგ ნარკოტესტის ჩასაბარებლად, ამით მოხსნიდა ყველა კითხვას, მაგრამ რატომღაც მან სხვა გზა აირჩია", - თქვა „რუსთავი 2-“ის ეთერში კობახიძემ.

მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ასევე რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს. 

"ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ", - თქვა გახარიამ.

ავტორი: ჟანა ზუარაბაშვილი

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა