რამდენი ხმა სჭირდება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას?

სულ ნახვები : 220
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს კანონი არის საბოლოო დასამარება დემოკრატიის, - ამის შესახებ პარტია „ახალი“-ს ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღეს, 26 დეკემბერს ისაუბრა.

მისი თქმით, 15 ხმა არის საჭირო სულ იმისთვის, რომ მოხდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება და რასაც „ქართული ოცნება“ ტირაჟირებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ეს არის სიცრუე..

„ჯერ ერთი საუბარია იმაზე, რომ უფლებების მასობრივი დარღვევები არ უნდა იყოს ქვეყანაში იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ სახელმწიფოებზე ვრცელდება. საქართველო გასულია დემოკრატიული წყობიდან, ეს კანონი არის საბოლოო დასამარება დემოკრატიის და ასეთი გადაწყვეტილებები ამ იერიდან ძალიან გახშირდება. ცხადია და კატასტროფული სიმძიმის არის, ასევე ტყუილია ის, რასაც ცირკულირებს „ქართული ოცნება“ არ სჭირდება ყველა წევრი სახელმწიფოს შეთანხმება ამას, 15 ხმა არის სავსებით საკმარისი და ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ“, - განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა