ანატოლი კარპოვი: გარი კასპაროვს ნონა გაფრინდაშვილთან მიმართებაში არ უნდა შეშლოდა

სულ ნახვები : 268
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილისა და კომპანია „ნეთფლიქსის“ საქმეზე კომენტარი მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონმა, ანატოლი კარპოვმა გააკეთა.

კარპოვმა პირველ რიგში საჭადრაკო კარიერის დროს მისი უშუალო მეტოქე, გარი კასპაროვი გააკრიტიკა, რომელიც მინისერიალ The Queen’s Gambit-ის სცენარისტის კონსულტანტი იყო.

„ვერ ვხდები გარი კასპაროვმა მსგავსი შეცდომა როგორ დაუშვა, რომელიც სერიალის სცენარისტის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, მას ყველაფერს არ უყვებოდნენ. იმიტომ რომ, მშვენივრად იცის, ნონა გაფრინდაშვილის კარიერია და ისიც რომ, პირველი ქალი იყო, რომელმაც კაცებში დიდოსტატის წოდება მოიპოვა. ამ კუთხითაც ქალბატონი ნონა მართალია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მისთვის უნდა დაეძახათ საბჭოთა მოჭადრაკე და მაშინ ასეთი ქაოსი არ იქნებოდა. მაგრამ „რუსი მოჭადრაკე“ – აქ უკვე ეროვნებას ვეხებით. ყველამ ვიცით, რომ გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა და ის ქართველია, რითიც ამაყობს. ისედაც მას რუს მოჭადრაკედ არასდროს არავინ იხსენიებდა. ჩემი მახსოვრობით ქალბატონ ნონას ქართველ მოჭადრაკეს ან საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს ეძახდნენ“, – განაცხადა კარპოვმა.

შეგახსნებეთ, გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“ მინისერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის ("ლაზიერის გამბიტი") ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა