სკანდალი: სოსო გოგაშვილს „ლელო“ აფინანსებს - შორენა თეთრუაშვილისა და ნანა კაკაბაძის საუბარი სუს-ის კრებსიდან

სულ ნახვები : 6,969
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკურ ცენტრს” „ლელო“ აფინანსებს, - ამის შესახებ სუს-ის საიდუმლო კრებსშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლით თარიღდება. ამასთან, კრებსში ნათქვამია, რომ ხელისუფლება გოგაშვილის დაჭერას გეგმავს.

„პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან საუბარში დაინტერესდა, თუ რამ განაპირობა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მხრიდან ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში ე.წ. “ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუს მიცემა? აღნიშნულზე ნ.კაკაბაძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ი.გოგაშვილის დაპატიმრებას, საიდან გამომდინარეც ეს უკანასკნელი ცდილობს ხელისუფლების დაშანტაჟებას და აღნიშნული ქმედებით მიანიშნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს. ნ.კაკაბაძემ ასევე, განაცხადა, რომ ი.გოგაშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია პოლიტიკურ პარტია “ლელოსთან”, რომლის ლიდერი მამუკა ხაზარაძე აფინანსებს ი.გოგაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკურ ცენტრს”, - ნათქვამია სუს-ის საიდუმლო კრებსში.

პარტია „ლელოს“ პრესსამსახურში  CNews-ს განუცხადეს, რომ სუს-ის კრებსში მოყვანილი ცნობა აბსურდია და „ლელო“ არავის აფინანსებს.

„მტკნარი სიცრუეა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. არაფერი მსგავსი მსმენია. „ლელო“ არავის აფინანსებს,“ - აცხადებენ „ლელოში“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა