ნავთობის ფასი გაიზარდა

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობის ფასი გაიზარდა. გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში, Inter Continental Exchange Futures Europe-ზე   BRENT ტიპის ნავთობზე ფასი 1.44 დოალრით გაიზარდა და ბარელზე 79.53 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ნიუ იორკს, York Mercantile Exchange-ზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 75.45 გახდა, კურსის ცვლილებამ 1.47 დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის: საერთაშორისო ექსპერტები ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობენ და, შესაძლოა, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს მიაღწიოს, რაც საწვავისა და იმ პროდუქტების გაზრდას გამოიწვევს, რომელიც ნავთობისგან მზადდება.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა