სკანდალი - 119-ე სკოლის დირექტორი, რომელიც „ოცნების“ აქციაზე არ მივიდა, გაათავისუფლეს

სულ ნახვები : 469
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში და უბრალოდ მიჩნდება კითხვა - რატომ? ის პიროვნებაც და მეც ვაკმაყოფილებთ ერთი და იგივე მოთხოვნებს, მეც ვარ იგივე პირობებით რა პირობებიც გააჩნია მას და მაქვს კითხვა - რატომ. მე გახლავართ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატის, თენგიზ გიორგაძის დეიდა, რომელიც წარადგინეს გლდანის რაიონის გამგებლად. ის ქალბატონი არის გულმხურვალე მხარდამჭერი "ოცნების". სკოლა უნდათ გახადონ თავისთვის მართული“, - აცხადებს  თბილისის 119-ე სკოლის დირექტორი თეა ბრეგვაძე, რომელიც თანამდებობიდან დღეს, 28 ოქტომბერს, გაათავისუფლეს.

როგორც ბრეგვაძე ამბობს, გუშინ, „ოცნების“ აქციაზე არ მივიდა და გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს არის.

„ერთი წლის წინ მოხსნეს დირექტორი ამ სკოლის. როდესაც ვიკითხეთ, რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა ჩავძიებოდით ამ საკითხს, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა. შიდა ბრძანებით, დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად და გუშინ აღმოჩნდა, საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში და უბრალოდ მიჩნდება კითხვა - რატომ? ის პიროვნებაც და მეც ვაკმაყოფილებთ ერთი და იგივე მოთხოვნებს, მეც ვარ იგივე პირობებით რა პირობებიც გააჩნია მას და მაქვს კითხვა - რატომ. მე გახლავართ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატის, თენგიზ გიორგაძის დეიდა, რომელიც წარადგინეს გლდანის რაიონის გამგებლად. ის ქალბატონი არის გულმხურვალე მხარდამჭერი "ოცნების". სკოლა უნდათ გახადონ თავისთვის მართული", - თქვა თეა ბრეგვაძემ.

მომხდარის გამო მასწავლებლები და მშობლები ამ წუთებში სკოლასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა