საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 22.5 პროცენტით გაიზარდა

სულ ნახვები : 2,554
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 54.3 ათასი სტუდენტი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით  8.4%-ით.მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მისივე  ცნობით, სტუდენტთა რაოდენობის ზრდა უცხოელ სტუდენტთა რაოდენობას უკავშირდება.  საქსტატის ცნობით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 30.7 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც 22.5% მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

ცნობისთვის,  საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, საიდანაც 19 სახელმწიფო, ხოლო 43 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა