განათლების სამინისტრო გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. გელა ჩარკვიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. ის იყო პროგრესულად მოაზროვნე და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოებაში. გელა ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს სამძიმრის წერილში.

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა