დღეს ჭაბუა ამირეჯიბი 100 წლის გახდებოდა

სულ ნახვები : 548
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჭაბუა ამირეჯიბი, ქართველ მწერალთა შორის, დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს. იგი ყველაზე გახმაურებული რომანის „დათა თუთაშხიას“ ავტორია. „დათა თუთაშხია“ დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ წიგნად რჩება, რომელმაც ათეულობით წლებს გაუძლო.

მწერლის ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო დეტალია, თუმც ყველაზე საინტერესო მაინც, ალბათ, ისაა, თუ როგორ გადაურჩა დახვრეტას. ამირეჯიბი 1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის მონაწილე მწერალია. ორგანიზაციას, რომელში წევრობისთვისაც მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა.

1944 წლის აპრილში, მწერალს მიესაჯა 25-წლიანი პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და სასჯელი უმაღლესი ზომით – დახვრეტით შეიცვალა. სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა.

ჭაბუა ამირეჯიბს ჰყავდა ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლისგან.

მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც დაიღუპა.

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.   

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა