დავით სერგეენკო: ცუდი იქნება, თუ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა დაიწყო

სულ ნახვები : 425
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი რომ დაბრუნდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს.

„ადვოკატები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, დაბრუნდებოდა უკან. სტაბილური იყო თუ არა მისი მდგომარეობა, ამაზე უამრავი ადამიანი აკეთებს განცხადებას, მათ შორის პროცენტულად ბევრად მეტია, ვინც არ არის ექიმი. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს განცხადება და დამიჯერეთ, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ თავისი საქმის გაკეთება. რა თქმა უნდა, ადამიანურად და ჰუმანურად  ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა