შუა საუკუნეების რაინდები პონებზე ისხდნენ და ფეხებს მიწაზე მიათრევდნენ

სულ ნახვები : 351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახალი აღმოჩენა თავდაყირა აყენებს წარმოდგენას შუა საუკუნეების რაინდების აღჭურვილობაზე. აქამდე არსებული წარმოდგენის თანახმად, რაინდებს უზარმაზარი ცხენები  ჰყავდათ. და აი, ინგლისურმა კვლევითმა ჯგუფმა ხელახლა, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლა შუა საუკუნეების  რაინდთა ცხენების ძვლოვანი სტრუქტურა. როგორც გაირკვა, ადრინდელ ცხენებს ცოტა რამ ჰქონდათ საერთო დღევანდელ სახეობებთან.

შუა საუკუნეების საბრძოლო ცხენები ხშირად გამოსახულია როგორც უზარმაზარი, ძლიერი ცხოველები. თუმცა, სინამდვილეში, თანამედროვე კვლევების თანახმად, ისინი  უბრალო პონები იყვნენ. ამას ადასტურებს გაერთიანებული სამეფოს Exeter-ის უნივერსიტეტის ახალი კვლევა.

კვლევის თანახმად, შუა საუკუნეების რაინდებს ჰყავდათ პატარა ცხენები - დაახლოებით 1,44 მეტრი. ცხენი, რომელიც  1,48 მეტრზე ნაკლებია, ითვლება პონად. პროექტისთვის, 300-დან 1650 წლებამდე 171 ცალი ცხენის  სხვადასხვა  ძვლები გაანალიზდა. არქეოლოგთა და ისტორიკოსთა ჯგუფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცხენების მოშენება არ იყო ოპტიმიზირებული ზომით, არამედ ტურნირებში ქცევით და ბრძოლისუნარიანობით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა