ბითაძემ კორონავირუსი დაამარცხა

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინდიანა პეისერსის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ და მცველმა კრის ლევერტმა NBA-ს კოვიდ-პროტოკოლი დატოვეს. როგორც ცნობილია, თუ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდება, გუნდს კოვიდ-პროტოკოლით აკლდება, მანამ, სანამ 72-საათიან შუალედში ორჯერ ტესტის შედეგი უარყოფითი არ იქნება.

22 წლის ბითაძემ, ბოლოს, პირველ იანვარს ჩიკაგო ბულსთან წაგებულ მატჩში, ხუთი წუთით ითამაშა, შემდეგ კი, კორონავირუსი დაუდასტურდა. ქართველმა ცენტრმა უკვე გამოტოვა ხუთი მატჩი. თეორიულად ბითაძეს თამაში მომდევნო მატჩში შეუძლია. თუმცა, ინფიცირების გამო საკმაო პერიოდი გაუცდა და უფრო მოგვიანებით უნდა ველოდოთ.

პეისერსს მომდევნო მატჩი კი, 13 იანვრის დილას აქვს ბოსტონ სელტიქსსთან. ამ გუნდებმა 11 იანვარს ბოსტონში ითამაშეს და სელტიქსმა 101:98 იმარჯვა. ბითაძის გუნდს ბოლო რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული და აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გამარჯვებითა და 26 წაგებით მე-13 ადგილზეა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა