სეზონი სუპერთასით დაიწყება, მასპინძლობის კანდიდატი ფოთის სტადიონია

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2022 წლის საფეხბურთო სეზონი, 20 თებერვალს სუპერთასის მატჩით დაიწყება.

სეზონის პირველი ტიტულისთვის ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის დინამო საქართველოს თასის მფლობელ თბილისის  საბურთალოს დაუპირისპირდება.

სუპერთასის ჩატარების ადგილი და  დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ დროისთვის მატჩის მასპინძლობის კანდიდატი სტადიონები არიან – გორის „თენგიზ ბურჯანაძე“, ქუთაისის „რამაზ შენგელია“ და ფოთის „ფაზისი“. მოარული ხმებით, მთავარი კანდიდატი ზღვისპირული ქალაქია.

ცნობილია, ისიც, რომ ეროვნული ლიგის გათამაშება, 26 თებერვალს დაწიყება, ხოლო ეროვნული ლიგა 2 – 1 მარტს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა