„ათასწლეულის ხმა“: ლეგენდარული მომღერალი ელზა სუარესი გარდაიცვალა
სულ ნახვები :
466
...
ბრაზილიელი მომღერალი და ფეხბურთელ გარინჩას მეუღლე ელზა სუარესის გარდაიცვალა. როგორც მედია იტყობინება, მომღერალი ხუთშაბათს რიო-დე-ჟანეიროში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით ვაცხადებთ მომღერლისა და კომპოზიტორის ელზა სუარესის გარდაცვალებას 91 წლის ასაკში “, - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრაზილიური მუსიკის აიქონს, ლათინური გრემის მრავალგზის ნომინანტი და ლაურეატ სუარესს 1999 წელს, ბრიტანულ BBC -ში "ათასწლეულის ხმა" წოდება მიენიჭა.