დროშა, გერბი და ჰიმნის ტექსტი - ეს სიმბოლოები სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხდება

სულ ნახვები : 2,332
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტი მომზადდა, რომელიც  “ქართული ოცნების“ დეპუტატს კახა კახიშვილს ეკუთვნის. ცვლილებები  პარლამენტმა პირველივე მოსმენაზე 94 ხმით მიიღო. ეს ის გამონაკლისი გახლავთ, როდესაც პროექტს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაც სრულად დაუჭირეს მხარი.

პროექტის მიხედვით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.

აღნიშნული დაწესებულებებისათვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

" ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან. დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა