აშშ-ი უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო გემების გასაგზავნად ემზადება

სულ ნახვები : 6,279
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

აშშ-ი შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყარო პენტაგონიდან იტყობინება, რომ ვაშინგტონი შავ ზღვაში გემებთან ერთად სადაზვერვო თვითმფრინავების გაგზავნასაც აპირებს, რომლითაც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას გააკონტროლებს.

1936 წლის შეთანხმებით, შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნის შესახებ აშშ-მა თურქეთი წინასწარ უნდა ჩააყენოს სქმის კურსში.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ანკარამ ვაშინგტონისგან შეტყობინება უკვე მიიღო, რომ მომავალ კვირას შავ ზღვაში 2 ამერიკული გემი შევა. ვითარება რეგიონში მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო სწავლების საბაბით ძალების მობილიზება დაიწყო.

თეთრი  სახლი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების ასეთი მობილიზება 2014 წელსაც არ დაფიქსირებულა, რაც ვაშინგტონის სერიოზულ შეშფოთების იწვევს.

რუსეთის გაზრდილ აქტივობას სამხედრო სწავლებით პასუხობს კიევი. უკრაინა ყირიმის მოსაზღვრე ხერსონის რაიონში 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს.

შემაშფოთებელია ვითარება დონბასშიც. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ე.წ. ურთიერთშეხების ხაზზე ყოველდღიურად ირღვევა, რასაც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები ეწირებიან.

დონბასში უკრაინელი სამხედროების გასამხნევებლად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო ჩასული. მანამდე მან ღიად განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა.

რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ პარტნიორი ქვეყნები. კიევს მყარი მხარდაჭერა აღუთქვა ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა