ტვინში იმპლანტირებულმა ჩიპმა წარმატებით იმუშავა - ალცჰეიმერი, დემენცია და ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი ხდება - ვიდეო

სულ ნახვები : 931
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მილიარდერი ელონ მასკის ტვინის ჩიპების სტარტაპმა Neuralink პარასკევს, 9 აპრილს გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ მაიმუნი ფიქრის საშუალებით თამაშობს უბრალო ვიდეოთამაშს ახალი ჩიპის ტვინში იმპლანტირების შემდეგ.

Neuralink-ის მიერ გავრცელებული სამ წუთიანი ვიდეო ასახავს მამრ მაკაკას, მისი ტვინის ორივე ნაწილზე ჩიპია იმპლანტირებული. შედეგად მაიმუნს Mind Pong-ის თამაში შეუძლია.

ელონ მასკის განცხადებით Neuralink-ის ჩიპების საშუალებით ადამიანი, რომელსაც დამბლა სჭირს უფრო სწრაფად შეძლებს სმარტფონის გამოყენებას საკუთარი გონების საშუალებით, ვიდრე ის ვინც თითებს იყენებს.

"პირველი Neuralink-ის პროდუქტი საშუალებას მისცემს ადამიანს, რომელსაც დამბლა სჭირს, უფრო სწრაფად გამოიყენოს სმარტფონი გონებით, ვიდრე ის, ვინც თითებს იყენებს", - განაცხადა მასკმა.

მასკის მიერ დაფუძნებული Neuralink-ი მიზნად ისახავს უკაბელო, კომპიუტერული ჩიპების ტვინში იმპლანტირების პრაქტიკის დანერგვას, რაც კაცობრიობას დაეხმარება ნევროლოგიური დაავადებების განკურნებაში, როგორიცაა ალცჰეიმერი, დემენცია და ზურგის ტვინის დაზიანება.

Neuralink-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზია.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა