ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ იგივე „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე,  სოციალურ ქსელში ავრცელებს და ცესკო-ს წერილს აქვეყნებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, ცესკოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილით ეცნობა, რომ უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას.

ასევე,  საჯარო რეესტრმა 23 აპრილს ზემოაღნიშნული საჩივარი წარმოებაში მიიღო და „ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, ცესკო ზემოაღნიშნული ვადით აჩერებს საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვას“.

“ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის,, გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ ოდეას,, აუქმებს, პარტიას რონელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.

ესაა რეალობა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს ნაცების და ქოცების გარდა კიდევ რამე არჩევანი ქონდეს. მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი.

თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო”, - წერს მახარაძე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა. გაუქმების წარმოების დაწყების საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა