მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს, არ აურიოთ ერთმანეთში ჩეჩნები და კადიროველები - არესტოვიჩი

სულ ნახვები : 513
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს. არ აურიოთ ერთმანეთში ჩეჩნები და კადიროველები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ძმებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მათ, ვინც გვეხმარებიან ფინანსურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა მორიგ  ვიდეომიმართვაში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს.

„მსურს, დღეს გესაუბროთ ისეთ მუქარებზე, როგორიცაა კადიროველების ღორის ტყავში გახვევა და დაცინვებზე, რომ მათ უნდა აჭამოთ სალა და დაათროთ არყით და ა.შ. პირველ რიგში,  ამით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ მსოფლიოს ყველა მუსლიმს, მათ შორის მათ, ვინც ეხმარება უკრაინას. მერე მეორე, ამით შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს თანამებრძოლებს, უკრაინელ მუსლიმებსა, თუ სხვა ეროვნების მუსლიმებს, რომლებიც თქვენთან ერთად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, მათ შორის ჩეჩნებიც. ამიტომ, მოდით გავარჩიოთ ჩეჩნები კადიროველებისგან და მოდით, შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ მუსლიმებს მათი რელიგიური მრწამსის გამო, ან იმ რაღაცებით, რაც მათი რწმენისთვის მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმის გამო, რომ გადავწყვიტეთ, ვაწყენინოთ კადიროველებს. მათ უნდა ვებრძოლოთ საბრძოლო ველზე. მათთვის რელიგიურ ნიადაგზე დარტყმა, ეს ჩვენი საქმე არაა.

კავკასიურ ანდაზას გეტყვით, ამბობენ, ეს ჩეჩნური ანდაზა არისო: "კაცი ის კი არ არის, ვინც ბრძოლა იცის, კაცი ისაა, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის მისი მტერი". მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს. არ აურიოთ ერთმანეთში ჩეჩნები და კადიროველები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ძმებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მათ, ვინც გვეხმარებიან ფინანსურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად. და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ნახევარ მილიარდ ადამიანს, რომელსაც ისლამის სწამს. არ გინდათ ამის გაკეთება“, - განაცხადა არესტოვიჩმა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა