ანჯეი დუდა ჩინეთში ჩავიდა

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩინეთის გავლენა რუსეთზე უზარმაზარია.

„ჩვენ გვაქვს ომი უკრაინაში, ისევე როგორც ბელარუსის ჰიბრიდული თავდასხმები პოლონეთის საზღვარზე, სადაც ბელარუსის ხელისუფლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად უბიძგებს მიგრანტებს ჩვენსკენ და აიძულებს მათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადონ.

რუსეთი დღეს არის აგრესორი უკრაინაში და ეს არის ის, რაც მე მსურს პრეზიდენტ სი ძინპინთან განვიხილო. ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის ჩვენი თვალსაზრისის წარდგენა, ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დუდამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა