ევროპული საბჭო - შეწყდეს მზარდი დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპული საბჭო მოგიწოდებთ, შეწყდეს მზარდი დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული.

„ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიო გახადონ თავიანთი ზრახვები არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და იწვევს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას.

ევროპული საბჭო მოგიწოდებთ, შეწყდეს მზარდი დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს გახდეს წევრი.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ამ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და წაახალისოს პარტნიორების მიერ არჩევნების აქტიური გრძელვადიანი და მოკლევადიანი მონიტორინგი. ევროპული საბჭო განაგრძობს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“,- აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა