თანხები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს და ვითომ ქველმოქმედებას ეწევა სინამდვილეში ქართველი ხალხის ფულია - ბუაძე

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

"ლელოს" ლიდერი, საბა ბუაძე, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას საქართველოს ნაკრებისთვის 30 მილიონის გადარიცხვაზე cnews-სთან საუბრობს და აცხადებს, რომ "თანხები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს და ვითომ ქველმოქმედებას ეწევა სინამდვილეში ქართველი ხალხის ფულია".

"ივანიშვილის ფულის ერთ-ერთი წყარო არის ჩვენი საბიუჯეტო რესურსები და მისი ხელისუფლებაში ყოფნის დაფინანსება ხდება სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

შესაბამისად, მათი შავი სალაროებიც ივსება ხალხის ფულით და მანამ, სანამ ეს კორუფციული სისტემა იარსებებს ამ ქვეყანაში მუდმივად იქნება ძალიან ლეგიტიმური ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის თანხები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს და ვითომ ქველმოქმედებას ეწევა სინამდვილეში ქართველი ხალხის ფულია", - განაცხადა ბუაძემ cnews-სთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა