ბიძინას „დალაგება“ აშშ-ში არ გამოვა - თენგო თევზაძე

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინას „დალაგება“ აშშ-ში არ  გამოვა, ვინაიდან აშშ შესაბამისად ეპყრობა იმ პირებს, ვინც ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ - ამის შესახებ CNews-ს პოლიტიკური პარტიის „ახალი“ წევრემა თენგო თევზაძემ განუცხადა.  

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რეაგირებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ პროცესს მოყვებოდა მეორე ტალღა. 

„ქართული ოცნება“ ვერ აფასებს იმ პრობლემას, რაც მას აქვს აშშ-სთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ, სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებებზე „ქართული ოცნება“ როგორი ცინიზმითა და უსაგნო იუმორით რეაგირებს. ცხადია, ამას მოყვა  სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ის, რაც აქამდე დაანონსდა, არ არის საკმარისი და მეტს უნდა ელოდოს „ქართული ოცნება“, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ გამოხატავს ქართველი ხალხის სურვილებსა და მისწრაფებებს. ფაქტია, ჩვენ ვართ ხელისუფლებების დონეზე ერთმანეთთან დაპირისპირების ეტაპზე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის უფროსის ვიზიტს აშშ-ში, ბიძინას დალაგება აშშ-ში არ გამოვა, ვინაიდან აშშ შესაბამისად ეპყრობა იმ პირებს, ვინც როგორც აშშ-ს, ისე მისი პარტნიორი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ“, - განუცხადა CNews-ს თევზაძემ.  

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა