სანქცირებული პირების სახელი და გვარები იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა და სავარაუდოდ, ამ პიროვნებებმა - სერგო ჩიხლაძე

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანქცირებული პირების კონკრეტული სახელი და გვარები იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა და სავარაუდოდ, ამ პიროვნებებმა - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, ნებისმიერი საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, არის სპეკულაცია.

“ერთადერთი სანდო დოკუმენტი, განცხადება, სადაც ნახსენებია, ვინ არის დასანქცირებული, ეს არის თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ლაპარაკია “ქართული ოცნების” ზოგიერთ დეპუტატზე, საუბარია “ქართული ოცნების” ლიდერებზე, ზოგიერთ ძალოვანზე, რომლებიც შემჩნეული არიან ანტიდემოკრატიულ და ადამიანის უფლებების შემლახველ ქმედებებში. კონკრეტული სახელი და გვარები იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა და სავარაუდოდ, ამ პიროვნებებმა. ამიტომ ნებისმიერი საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ვინმეს მხრიდან, არის უბრალოდ სპეკულაცია. ჩვენ უბრალოდ ვიცით რომელი უწყების წარმომადგენლები არიან ან რომელი მიმართულებიდანაა ეს ხალხი. სახელები და გვარები, საბოლოო ჯამში, გამჟღავნდება. ამ ეტაპზე, ეს არის რამდენიმე დეპუტატი, “ქართული ოცების” რამდენიმე ლიდერი, სავარაუდოდ, არა დეპუტატი და ძალოვანი უწყების რამდენიმე წარმომადგენელი. ამაზე მეტი ინფორმაცია არავის აქვს“, - განაცხადა ჩიხლაძე,

როგორც ის აღნიშნავს, ფაქტია, რომ სანქციები არსებობს და ეს არა მარტო სავიზო შეზღუდვებია, არამედ ფინანსური სანქციებიც.

ფაქტია, რომ ეს რამდენიმე ათეული ადამიანი არსებობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს სახელები და გვარები ცნობილი იქნება. უფრო მეტიც, საუბარია არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვებზე, საუბარია ფინანსურ სანქციებზეც. ფინანსური სანქციები კი არის ის სანქციები, რომელზეც უკვე ყველას ექნება ინფორმაცია, როგორც 4 მოსამართლის შესახებ ჰქონდა”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა