ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ უნიჭოდ ცრუობს და არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს - გია ვოლსკი

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ უნიჭოდ ცრუობს და  არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება  ამას დაიჯერებს, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნოდ  ზონდერების მობილიზებასთან დაკავშირებით.

ხაბეიშვილის განცხადება, რომ კობახიძისა და კალაძის ნურმაგომედოვთან შეხვედრა სავარაუდოდ სწორედ ზონდერების ჩამოყვანას უკავშირდებოდა, ვოლსკის აბსურდულად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ „კუნთმაგრობა“ არ ნიშნავს აგრესიულობას.

„ჯერ ეს ერთი, კუნთმაგრობა არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან,  რომ შეიძლება მაინც და მაინც აგრესიაზე იყოს ორიენტირებული მისი ყოფა და ცხოვრება. მეორეც - ჭკუასთან ახლოს არ არის ის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს,  ცრუობს, მაგრამ  ძალიან  მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა  უნდა შექმნას ასეთი, აღქმები უნდა შექმნას, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ და მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება  ამას დაიჯერებს, მათ შორის მისი მომხრეები’, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა