გაბიტაშვილის კანდიდატურა არ გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიული ღირსებებით - ლევან ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაბიტაშვილის კანდიდატურა არ გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიული ღირსებებით. საზოგადოებას კარგად ახსოვს, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში მისი დაკითხვის პროცედურა - მას არ გამოუჩენია თავი მაღალი კვალიფიკაცია - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, გენერალური პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არც ერთმა სხვა კანდიდატმა ამ კონკურსში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და არ შეუქმნას პროცესს დემოკრატიულობის იმიჯი. 

„საზოგადოება ხედავს, თუ როგორ გამალებით ცდილობს ქართული ოცნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაციის ჩამოყალიბება ქართველი ხალხის მიერ, არჩევნების გზით, მაშინ როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებას პრაქტიკულად ლეგიტიმაცია აღარ აქვს, რუსული კანონის მიღების შემდგომ - ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ მათთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანონ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და მოახდინონ ხელისუფლების მიტაცება, მათ შორის პროკურატურაში. მე ვფიქრობ, რომ არც ერთმა კანდიდატმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ვინაიდან ახალი ლეგიტიმაციით არჩეული პარლამენტი აუცილებლად შეისწავლის ამ დანიშვნის საკითხებს, აუცილებლად მისცემს პოლიტიკურ შეფასებას და მოხდება ამ გადაწყვეტილების გადახედვა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

თავად გაბიტაშვილის კანდიდატურა არ გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიული ღირსებებით. საზოგადოებას კარგად ახსოვს, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში მისი დაკითხვის პროცედურა - მას არ გამოუჩენია თავი მაღალი კვალიფიკაციით. ამიტომ აქაც ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სანდო ადამიანი იყოს და პროფესიონალიზმს არ აქვს მნიშვნელობა. რადგან ამ სანდო ადამიანმა პოლიტიკური დავალებები შეასრულოს. ამიტომ გაბიტაშვილს და სხვა კანდიდატებსაც მოვუწოდებთ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ პოლიტიკურ ფარსში და ყველა დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ახალი ლეგიტიმაციით ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმური პარლამენტი მოახდენს გენერალური პროკურორის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე ადამიანების გამწესებას“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა