უფრო მეტ ადამიანს ვნახავთ, რომ თავი განარიდოს „ქართულ ოცნებას“ - ვაშაძე

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არის, რომ აშშ აპირებს გააგრძელოს სასანქციო პოლიტიკა იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ებრძვის დემოკრატიულ სისტემებს საქართველოში და ვინც მტრად აცხადებს აშშ-ს და ევროპას, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის და სხვა პარტნიორების განცხადებებს, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები არის იმ დამოკიდებულების გამოხატვა, რომელიც მათ აქვთ ქართველი ხალხის მისწრაფებასთან დაკავშირებით.

„არავის უნდა, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას. ამ განცხადების მთავარი საფუძველი არის ქართველი ხალხის გულწრფელი ნება, რომელიც განგრძობად მრავალათასიან პროტესტზე მკაფიოდ ჩანდა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ ჩამოშლის ერთ-ერთი განმაპირობებელი, სულ უფრო მეტ ადამიანს ვნახავთ, რომელიც შეეცდება, რომ განარიდოს თავისი თავი ოცნებას და არ იყოს ამ ჩაძირულ გემში", - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა