ნამდვილად უსამართლო იქნება ნებისმიერი სანქციის თემა, კრიტიკაც კი უსამართლოდ მიმაჩნია - გია ვოლსკი

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნამდვილად უსამართლო იქნება ნებისმიერი სანქციის თემა, კრიტიკაც კი უსამართლოდ მიმაჩნია, - აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ს მხრიდან საქართველოს მმართველი ძალის სანქცირებასთან დაკავშირებით.  

მისი თქმით, ლილუაშვილის ვიზიტის ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა

„მე არ ველოდები, [სანქციებს] არა. სამართლიანობის თემას ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან,  იმიტომ რომ ნამდვილად უსამართლო იქნება ნებისმიერი სანქციის თემა, კრიტიკაც კი უსამართლოდ მიმაჩნია, რადგან საქართველოში გამჭვირვალობის თემა არ არის უფრო  ნაკლებად აქტუალური, ვიდრე საფრანგეთში, ევროპაში...

ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ იგი აპირებს ევროპაში ჩასვლას, თქვენ წარმოადგინეთ ეს რაღაც უჩვეულო მოვლენად. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ბედოვლათმა ადამიანმა განაცხადა, თითქოს „შიკრიკად“ წავიდა აშშ-ში ბიძინას დავალებით. ამის დაკავშირება ბლინკენის განცხადებასთან არასწორია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა