ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ აშშ სანქციებს ქართული ოპოზიციის დახმარების მიზნით აანონსებს

სულ ნახვები : 159
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ დაანონსებული სანქციები ოპოზიციისათვის „ხელოვნური სუნთქვის“ გახსნის მცდელობას უკავშირდება.

მისი თქმით, სანქციების შინაარსი აშშ-შიც გაურკვეველია, ამიტომ არის მათი განცხადებები ასეთი ბუნდოვანი.

 „ამ სანქციების შინაარსი ჯერჯერობით არის  ყველასთვის გაურკვეველი. როგორც ჩანს, „თეთრი სახლისა“ და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერების განცხადებებიც ამიტომ არის ბუნდოვანი. არჩევნებამდე, ბოლომდე, „კარგი ხარ საქართველოს ხელისუფლებაო“, არავინ იტყვის. იმიტომ რომ [ასეთ შემთხვევაში] ჩვენი ოპოზიცია, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, საერთოდ რეანიმაციულ განყოფილებასაც აღარ დაექვემდებარება.  ამიტომ ეს დუღილის პატარა ტემპერატურა იქნება შენარჩუნებული არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, ისიც ნათელია, რომ არჩევნებამდე  [ევროკავშირთან] მოლაპარაკების გახსნა, ეს კანონი საერთოდ რომ არ ყოფილიყო, არ მოხდებოდა. ისევ ამ მიზეზის გამო, ეს ოპოზიცია, რომელმაც თვითლიკვიდაციაზე იმუშავა, განსაკუთრებით, 2020 წლის შემდეგ საჭიროებს ხელოვნურ სუნთქვას. აქედან  გამომდინარეა ყველა ეს ვნებათაღელვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ გამოხატული შეშფოთების კიდევ მეტ ზომებს ვნახავთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა