რა გზასაც დაადგნენ, იმ შედეგებს იღებენ დასავლეთის მხრიდან - პეტრე ცისკარიშვილი „ოცნებაზე“

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ენმ-ს გენერალურმა მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას შეეძლო სანქციებისთვის თავი აერიდებინა, თუმცა მათ ეს გზა არ აირჩიეს.

მისი თქმით, ახლა იქნება მორიგი სანქციების ტრანში, რომელიც იქნება ფინანსური და შეეხება მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

„სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს,  პირველი არის ის, რომ სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ და მეორე მიმართულება, კიდევ უფრო მწვავე, ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ქონებრივი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილის და სხვა, ოცნების მაღალჩინოსნები. მათ უნდა შეესმინათ არა მხოლოდ ჩვენის დასავლელი პარტნიორების წუხილი, არამედ ის რაც საქართველოში ხდებოდა, რომ ქართველ ხალს არ მოსწონდა რუსული კანონი და რუსეთისკენ გეზის აღება. ეს არ შეისმინეს და ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, რა გზასაც დაადგნენ, იმ შედეგებს იღებენ დასავლეთის მხრიდან", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა