EU-სკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა - ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

სულ ნახვები : 67
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა და სესიაზე სიტყვით გამოვიდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პლენარულ  სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში. 

ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ადამიანის უფლებათა კუთხით.  

"რუსეთის ოკუპაცია საქართველოში გრძელდება. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო გატაცებები, უკანონო დაკავებები და მკვლელობები. ასევე იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, განათლების უფლება და კერძო საკუთრების უფლება.
 
სამწუხაროდ, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას. ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზება", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა