სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს აბარებენ ანგარიშს - ბუაძე პრემიერის წლიურ ანგარიშზე

სულ ნახვები : 69
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

"ლელოს" ლიდერი, საბა ბუაძე, პრემიერის წლიურ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ ივანიშვილს აბარებს ანგარიშს.

ბუაძის თქმით, შემდგომში ივანიშვილი პუტინს და კრემლს აბარებს ანგარიშს.

"სინამდვილეში ეს ხალხი ანგარიშს ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს აბარებს, რომელიც თავის მხრივ პუტინს და კრემლს აბარებს ანგარიშს. ძალიან კარგად ჩანს, რომ მათ სპეცოპერაცია აქვთ დაწყებული საქართველოს კონსტიური წესრიგის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რამხელაა ჩვენი პასუხისმგებლობა იმ საქმეში რასაც საქართველოს დაბრუნება და რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლებისგან ქვეყნის გამოგლეჯვა ჰქვია. ეს კი საბოლოოდ 26 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს, რაც თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსის თუ ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ბუაძემ cnews-სთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა