პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში - თალაკვაძე

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს იყო ერთ-ერთი უარესი დღე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ცხოვრებაში. ისინი ჩავიდნენ სტრასბურგში და გააკეთეს ის, რაც აბსოლუტურად ანტიქართული და ანტიევროპულიც გახლავთ. მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის დროს რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც საკუთარი ქვეყანა და ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, ახლა გააკეთეს ის, რომ ევროსაბჭოს მიმართეს თხოვნით, საქართველოს 25 წლიანი წევრობა და თანამშრომლობა შეიზღუდოს ევროსაბჭოში. პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში. ეს მიუთითებს, რა მორალის ხალხთან, როგორ ანტიქართულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ცნობისთბის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა, მათი ინიციატივა ჩავარდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა