გერმანია ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს აშშ-ის მომავალ მთავრობასთან - ბერბოკი

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანია ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს აშშ-ის მომავალ მთავრობასთან, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ წარმოუდგენლად მჭიდროდ ვმუშაობთ აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, კანცლერი ოლაფ შოლცი თავის კოლეგასთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩემს კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან. ეს იყო ცენტრალური საკითხი იმ ბევრ კრიზისში, რომელიც დღეს განვიხილეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით და მომავლისკენ ხედვით, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ინტენსიურ და პროდუქტიული თანამშრომლობას არა მხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ გეოპოლიტიკური ქარიშხლების ფონზე“ – აღნიშნა ბერბოკმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა