ესტონეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის შემცვლელი დაასახელა

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესტონეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის შემცვლელი დაასახელა - ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ესტონეთის „რეფორმის“ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კლიმატის საკითხებში მინისტრის, კრისტენ მიხაილის კანდიდატურა წარადგინოს.

კრისტენ მიხაილმა პარტიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია ესტონეთის უსაფრთხოება.

ცნობისთვის, კაია კალასი, როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, 9-11 ივლისს ნატო-ს სამიტს ეწვევა, რის შემდეგაც ის პოსტს დატოვებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა