რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა - კალაძე

სულ ნახვები : 65
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ერთადერთი ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ საქმეს აკეთებდა სააკაშვილია.

„რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა. ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა, თავისი პოლიტიკური ქმედებებით, ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო, თუნდაც გავიხსენოთ, 2008 წლეს დაკარგული ტერიტორიები, ეს რუსული საქმე იყო. რაც შეეხება დემონსტრაციებს, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ისე როგორც არასდროს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით. მთავარია ეს კანონის ფარგლებში იყოს. როგორც კი ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა